- ქერქი
- არს ზოგადი სახელი, საკუთრად კანი ხეთა, кора, корка და ესრეთ კაცთა და ხცოველთა ქერქსა ეწოდება ტყავი; მფრინველთასა - კანი; თევზთა, გველთა და მისთანათასა - ქეცედი, ქიცვი და ქერქლი; კუთა, კირჩხიბთა, ლოკოკინათა და მისთანათა - ბაკანი და კეცტყავი; სადაფთა და ზღჳს ლოკოკინათა - ნიჟარა; კვერცხთასა - ხეჭუჭი; ხეჭუჭს სინაგანსა და ტჳნთა გარემოს თხელსა კანსა - გარსი და აფსკა; ნიგოზთა, თხილთა და მისთანათასა - ნაჭუჭი; წაბლთა, წიფელთა და სხუათასა - ხეჭბი; ყურძნის ქერქთა და სხუათა, რაც დაიწურვის - ჭაჭა; სხუათა ხილთა შემოთლილს ქერქს - ნაფრცქვენი; ხახუთა, ნიორთა და მისთანათასა - ნაქურჩალი; მარცუალთასა - კილი და ქუჩუბო; ცერცუთა და ლობიოთასა - პარკი, ჩენჩო და ჭოტი; ხეთაგან მრთლად შენაძრობთა ზრქელთა ქერქთა ჭურჭლად შექმნილთა - ხოკი და ხოკერი; ფიჭვისას - ქერ (ქ) ეჭანა; თელათა, ცაცხუთა და მისთანათა ლბილსა ქერქსა, რომლისაგან მოიქსოვებიან ნეჭა და სფირიდი, ანუ შეიგრიხებიან ავრიტნი, ეწოდება ლაფანი და ხრალი და შიგნით აფსკასა მათსა ქურთენი, ქურთლი, ნაქურთენი და ნაქურცენი.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.